მელა



მტაცებელი ძუძუმწოვრების გვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. გავრცელებული არიან ყველგან ანტარქტიდის გარდა. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი მელის 3 სახეობა. სხეულის სიგრძე 90სმ, კუდის 40-60სმ, წონა 10კგ. დინგი

წაგრძელებულია, ყურები გრძელი და სამკუთხისებრი. ბეწვი ხშირი და რბილი, ბეწვის შეფერილობა ქარვისფერი, მკერდსა და მუცელზე თეთრი, კუდის ბოლო ჩვეულებრივ თეთრი.

ბინადრობენ  ტყეში, ველებსა და უდაბნოებში. ცხოვრობენ სოროში, რომელსაც თვითონ თხრის, ზოგჯერ მაჩვის ან სხვა ცხოველის სოროს იკავებენ. იყენებს ბუნებრივ თავშესაფრებს - მღვიმეებს, კლდის ნაპრალებს, წაქვეული ხეების ფუღუროებს და სხვა ადგილებს.

No comments:

Post a Comment