მაჩვი



მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 90 სმ, მასა 30 კგ-ს აღწევს. გვხვდება ევროპასა და აზიაში. საქართველოში ზღვის დონიდან 2750 მ-მდე ადის. უმეტესად ბინადრობს ტყეებში, ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. სოროს ნიადაგში თხრის. იკვებება მცენარეული საკვებით და წვრილ-წვრილი ცხოველებით. მაკეობა წლამდე გრძელდება. შობს 2-6 ნაშიერს.მავნე მწერების განადგურებით სარგებლობა მოაქვს. მაჩვის ცხიმს სამკურნალო თვისება აქვს, ბალნისაგან ფუნჯებს ამზადებენ, იყენებენ ტყავსაც. ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება ამიერკავკასიური მაჩვი (Mელეს მელეს მინორ) და ჩრდილოკავკასიური მაჩვი (Mელეს მელეს ცასიცუს).

No comments:

Post a Comment